27 დეკემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ჩვენს ლიდერებს თვითგანადგურების ღილაკი აქვთ - დავით უსუფაშვილი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე გადაჯგუფებაზე საუბრობს

„ჩვენს ლიდერებს თვითგანადგურების ღილაკი აქვთ სადღაც დამალული და იმას დააჭერენ ხოლმე ხელს,“ - ასე აფასებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლების გადანაწილების მცდელობას.

უსუფაშვილის თქმით, 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა თვითგანადგურება დაიწყო.

„ჩვენ ფორმალურად გვყავს მმართველი პოლიტიკური პარტია, თან კონსტიტუციური უმრავლესობის მქონე ოფიციალურად შეგედებით, გვყავს ეს პარტია საკრებულოებში და ადგილობრივ თვითმმართველობაში და ასევე, მსუყედ წარმოდგენილი, ფორმალურად, ეს ასეა, მაგრამ შინაარსობრივად, საქართველოში ყველაზე უფრო ნაკლებად შეინიშნება პოლიტიკური ძალის მმართველობა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, პარლამენტში ბიზნესმენების მომრავლება სიკეთის მომტანი არ არის.

„ბიზნესი იყენებს პოლიტიკას ანუ დევნის და ეს, როგორც ჩანს, ძალიან მისაღები ვითარება აღმოჩნდა არა მარტო „ოცნების“ შემქმნელი ივანიშვილისთვის, არამედ დღევანდელი ლიდერის, კვირიკაშვილისთვის,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დღის ამბები