26 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი გიორგანაშვილის საქმის განხილვა იწყება. სხდომაზე ბრალდებული დასკვნით სიტყვას იტყვის. დაცვის მხარე დღესვე ელოდება გადაწყვეტილებასაც და გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

გიორგანაშვილის თქმით, პროკურატურის პოზიცია მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებით არის გამყარებული. ბრალდებული სამართალდამცველებს ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზნით ფლობას ედავებიან. 

“დღეს არის ჩემი დასკვნითი სიტყვა და ველოდები გამართლებას მხოლოდ, ვინაიდან პროკურატურის მხრიდან რაფერი არ არის საქმეში გარდა ორი პოლიციელის ჩვენებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ნივთმტკიცება რაც ჩამიდეს, რომ ვითომ და მე მედო“- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.  

დღის ამბები