26 დეკემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"საია" პარტიებს პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლის ზრდისკენ მოუწოდებს

პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლის ზრდისკენ მოუწოდებს პარტიებს "საია". "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს სპეციალურად მომზადებული ანგარიში წარმოადგინა. კვლევა ორგანიზაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზის საფუძველზე მოამზადა.

ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 1 პროცენტით გაიზარდა და ამან ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა.

„სახელმწიფოს მხრიდან, ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც წაახალისებდა, ხელს შეუწყობდა და გაზრდიდა ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, ბუნებრივია იქნებოდა მისასალმებელი,“ - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ირმა პავლიაშვილი საკანონდებლო დონზე რეგულაციების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს.

განცხადება გააკეთა „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მანანა ნაჭყებიამაც.

„საქმე მართლაც ძალიან ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით მენტალურად შეიცვალა ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ ეს უნდა აისახოს პრაქტიკულად შედეგებში,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

დღის ამბები