26 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"მთავრობის უპატივცემულობა ნიკა მელიასგან არავის გაკვირვებია, რადგან ის უზრდელი ადამიანია" - ვანო ზარდიაშვილი

„იმ კითხვებზე, იმ პროვოკაციულ გამოხტომებზე და პირდაპირ ვთქვათ, უზრდელობაზე რეაქცია ადამიანურად ყველანაირი გასაგებია“ - ასე ეხმაურება გუშინ პრემიერსა და "ენმ"-ის წევრს შორის მომხდარ ინციდენტს მმართველი გუნდის ერთერთი წარმომადგენელი. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის რაც მოხდა, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან ადეკვატური რეაქცია იყო.

„აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იყო და ამ კითხვების და ამ პროვოკაციების მიზანი, არცერთ შემთხვევაში არ არის ხოლმე სამწუხაროდ, კონკრეტული პასუხის მიღება და საგნობრივი მსჯელობა, ყოველთვის არის პროვოკაციაზე წამოგება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ გუშინ ნიკა მელიამ უპატივცემულობა გამოხატა, როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების მიმართ.

„მისი მხრიდან იყო პარლამენტის, მთავრობის უპატივცემულობა, მთლიანად ქართული საზოგადოების უპატივცემულობა. ნიკა მელიასგან ეს არავის გაკვირვებია, იმიტომ, რომ ის არის ცალსახად უზრდელი ადამიანი,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები