26 დეკემბერი 2024,   16:01
ვრცლად
"როგორც ჩანს ჩაუტარეს აღმზრდელობითი გაკვეთილი" - ნიკა მელია შს მინისტრის ბოიკოტს ეხმაურება

ნიკა მელია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება. გიორგი გახარიამ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკისრა და თქვა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა ამ ძალის იგნორირება უნდა მოახდინონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ პარლამენტში გუშინდელი გამოსვლის გამო, რომელიც სხვა მინისტრებისგან მკვეთრად განსხვავებული იყო, გიორგი გახარიას უსაყვედურეს, ამიტომ დღეს მან პოზიცია შეცვალა.

„ნაწილობრივ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის კრიმინოგენური ვითარება და უკეთესის იმედს ტოვებს ეს შექმნილი ვითარება და ის, რომ ქურდული ავტორიტეტები და ქურდული მენტალობა აღმოსაფხვრელი არის და ამ მიმართულებითაც არის სამუშაო. ანუ, განსხვავებული კომენტარი აკეთა მთელი დღის განმავლობაში გუშინ მან, სხვა მისი თანაგუნდელებისგან და როგორც ჩანს, ჩაუტარეს აღმზრდელობითი გაკვეთილი და დღეს გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა. ის, რომ დღე არ გავა კრიმინალური ფაქტი არ დაფიქსირდეს, ამაზე ნუ ექნება იმედი ბატონ გახარიას, რომ არ ვისაუბრებთ. ვისაუბრებთ კონკრეტული ფაქტებით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებას, რომ პრემიერმინისტრი ნიკა მელიამ თავად გამოიწვია, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მწვავე კითხვა ოპოზიციის წევრისგან პროვოკაცია ჰგონია. 

დღის ამბები