26 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციის" არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ხმის დამთვლელი კომისიის ერთი ნაწილი ითხოვს

”ადვოკატთა ასოციაციის” არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ხმის დამთვლელი კომისიის ერთი ნაწილი მოითხოვს. მათი განცხადებით, არჩევნები მთელ რიგი პროცედურული დარღვევებით წარიმართა.

„ბათილად ცნობა აუცილებლად, არავითარი მეორე ტური. მეორე ტური არის კიდევ ერთი დანაშაული. გააყალბეს ასათიანის მომხრეებმა. აღმოჩნდა ყუთებში იმაზე მეტი ბიულეტინი, რაც გავეცით, ლოგიკურია, გაჩნდეს კითხვა, საიდან?“ - განაცხადა კომისიის წევრმა, ლალი გელაშვილმა.

კომისიის წევრების განცხადებით, სხვაობაა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებსა და კომისიის წევრების მიერ ხელმოწერილი ბიულეტენების რაოდენობაში.

ლალი გელაშვილის თქმით, კომისიის წევრებმა თავდაპირველად 2048 ბიულეტინზე მოაწერეს ხელი, ხოლო შემაჯამებელ ოქმში აღმოჩნდა, რომ ბიულეტინების რაოდენობა 2054 ცალი იყო. 

დღის ამბები