26 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" პრემიერის წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს

პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის მოთხოვნით ვარკეთილის პოლიციის განყოფილებას მიმართა "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა.

ზვიად კუპრავას თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში ოპონენტების გინებით, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია. რაც 100 ლარიან ჯარიმას ან პატიმრობას ითვალისწინებს.

„სამართლებრივად უნდა გაგრძელდეს ამის განხილვა სასამართლოში. აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს პატიმრობას ერთი დღიდან სამი თვის ვადით. დააპატიმროს ქვეყნის პრემიერმინისტრი, მისცეს მას გაფრთხილება ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია,“ - განაცხადა ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ.
 

დღის ამბები