26 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
15 ხმა 5 წინააღმდეგ - აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

15 ხმა 5 წინააღმდეგ - აჭარის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა. ოპოზიციიდან ბიუჯეტს მხარი მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ზაზა ოქუაშვილმა დაუჭირა.

აჭარის ბიუჯეტი 355 მილიონი ლარი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით, 49 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება წელს არ იგეგმება.

ოპოზიციის განცხადებით კი, ბიუჯეტი რეგიონის გამოწვევებს ვერ პასუხობს. ბიუჯეტის განხილვის პარალელურად, დეპუტატები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მიზეზი კი პრემიერმინისტრისა და ნიკა მელიას შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.

დღის ამბები