26 დეკემბერი 2024,   16:11
ვრცლად
შეკვეთილში გასამგზავრებლად გიგანტურ მუხას ამზადებენ

შეკვეთილში გასამგზავრებლად ამჯერად გიგანტურ მუხას ამზადებენ, რომელიც ას წელზე მეტია ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში ხარობს. ასწლოვანი მცენარის ამოთხრა, რომელსაც გადასარგავად 2 თვეა ამზადებენ, თითქმის დასრულებულია. ხისა და ლითონის სპეციალური კონსტრუქციით შეკრული მუხა სოფელს 2 კვირაში დატოვებს.

ინგირიდან მცენარეს ჯერ ანაკლიაში სახმელეთო ტრანსპორტით ჩაიტანენ, ანაკლიიდან ზღვის გავლით კი, შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში.

ანაკლიის სანაპიროზე ხის გადასატანად რკინის კონსტრუქციები ნაპირსამაგრი ზოლიდან მოხსენს. კომპანია "ზიმოს" მიწაყრილის გაკეთება ბარჟის საჭირო ადგილამდე მისასვლელად და 72 ტონიანი ხის ზღვაში გადასატანად დასჭირდა. კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, ადასტურებენ, რომ ამ სამუშაოებისთვის ნაპირსამაგრი ზოლი მოარღვიეს.

ანაკლიიის სანაპირო ამ დროისთვის რთულ მდგომარეობაშია და რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი ზღვამ გადარეცხა. სწორედ ამის გამო, ანაკლიის მცხოვრებლები ითხოვენ პასუხს კითხვაზე, რატომ მოხსნეს ნაპირსამაგრი ზოლიდან კონსტრუქციები და რატომ იყენებენ ბარჟის მისადგომის მოსაწყობად. ადგილობრივები იმუქრებიან, რომ მუხის ხეს მარშრუტის შეცვლა მოუწევს და მას ანაკლიაში არ გაატარებენ.

ანაკლიაში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, ხის დასახვედრად ემზადებიან კიდევ რამდენიმე სოფელში. რადგან შავი ზღვის სანაპირომდე მისასვლელად, ასწლოვან მუხას სოფელ ინგირიდან 5 სოფლისა და 30 კილომეტრის გავლა მოუწევს.

ავტორი:ემა გოგოხია. 

დღის ამბები