26 დეკემბერი 2024,   16:25
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში - სამოქალაქო საზოგადოება ეთიკის კოდექსის დაჩქარებულად მიღებას ითხოვს

პრემიერმინისტრის მხრიდან „ენმ“-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოთქმულ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს ეთიკის კოდექსის დაჩქარებულად მიღებას სთხოვს. კოდექსმა დეპუტატების კორექტული ქცევა და ლექსიკა უნდა დაარეგულიროს.

ინიციატივა, რომელიც გასულ კვირას ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, სიძულვილის ენის, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამებისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაში, კანონმდებლებს სანქციებს უწესებს, რაც გაფრთხილებას, ფულად ჯარიმას და ოფიციალურ ვიზიტებში 6 თვის მანძილზე მონაწილეობის შეჩერებას გულისხმობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ამ ტიპის ეთიკის კოდექსი ყველა მაღალი თანამდებობის პირზე უნდა გავრცელდეს.

პრემიერისა და ნიკა მელიას ჩხუბის შესახებ პარლამენტში დისკუსია დღესაც გაგრძელდა. „ოცნება“ მომხდარს პრემიერის რეაქციას უწოდებს და მთავრობის მეთაურს საფრანგეთის ნაკერების ყოფილ კაპიტანს ზინედინ ზიდანს ადარებს.

ინიცირებული ეთიკის კოდექსის პროექტის მიზანია, დაადგინოს პარლამენტის წევრის ქცევა და განსაზღვროს წესები, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში. ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია დისციპლინური სანქციები, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში.

დღის ამბები