26 დეკემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ხელისუფლების შენახვა მოსახლეობას 800 მილიონი ლარით მეტი უჯდება

ხელისუფლების შენახვა მოსახლეობას 800 მილიონი ლარით მეტი უჯდება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს ბიუროკრატიულმა ხარჯებმა 3 მილიარდს გადააჭარბა. რამდენიმე მილიარდიანი ბიუროკრატიული ხარჯების დიდი ნაწილი ისევ პრემიებსა და დანამატებზე მოდის.

2014 წლის შემდეგ, რაც პრემიების გაცემაზე შეზღუდვები დაწესდა, პრემიების რაოდენობა მართლაც შემცირდა, თუმცა სანაცვლოდ გაიზარდა სახელფასო დანამატები.

იგივე პრაქტიკას მიჰყვებიან სამინისტროები და სხვადასხვა საბიუჯეტო უწყებები. მაგალითად, საკანონმდებლო ორგანო აპარატი, სადაც, საპრემიო შეზღუდვების სანაცვლოდ, სახელფასო დანამატების რაოდენობა კიდევ ერთი მილიონით გაიზარდა და 2016 წელს 7 მილიონ ლარს ასცდა.

მუნიციპალური სამსახურები ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი შავი ხვრელია. წლიდან წლამდე ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ შექმნილ სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები პოლიტიკური სიმპათიებისა და ნათესაური კავშირებით მიხედვით, დასაქმების მთავარი ადგილია.

კვლევის ავტორები მთავრობის სახელფასო პოლიტიკამაც გააკვირვა. ხშირად, უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე მინისტრებს. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები მნიშვნელოვნად უკვე შემცირდა და ხელისუფლება ამ ტენდენციის გასაგრძელებლად ყველაფერს აკეთებს.

კვლევის ავტორები პოზიტიურ შედეგად ასახელებენ ავტოპარკის მომსახურებისა და საწვავის დანახარჯებს, რომელიც ბოლო წლებია მნიშვნელოვნად შემცირდა.

დღის ამბები