26 დეკემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში - განხილვის დიდი ნაწილი უმრავლესობამ ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო

მინისტრთა კაბინეტი უკვე 8 საათზე მეტია საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. სამთავრობო პროგრამის ნაცვლად, საპარლამენტო განხილვის დიდი ნაწილი უმრავლესობამ ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. განსაკუთრებით აქტუალური ოპონენტების პოლიტიკური წარსული და მმართველობის პერიოდი იყო.

რეგლამენტით დღეს დეპუტატებს მხოლოდ მთავრობის წევრების მისამართით შეკითხვების დასმის უფლება ქონდათ.

ოპონენტების პოლიტიკურ წარსულს და 9 წელს, უმრავლესობა დღეს განსაკუთრებული სიხშირით ახსენებდა. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების წინ, რამდენიმე საათიანი საპარლამენტო განხილვა, სამთავრობო პროგრამის განხილვის ნაცვლად, "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას მიეძღვნა. 

უმრავლესობის პოლიტიკური შეტევის მთავარი ადრესატი, სხდომათა დარბაზში პრემიერის მიმართვის დასრულების შემდეგ შევიდა და მისთვის შეკითხვა არ დაუსვამს. ნიკა მელია გუშინდელ ინციდენტს სავარაუდოდ, მოგვიანებით საკუთარ გამოსვლაში შეაფასებს, რომელსაც რეგლამენტის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილიც უნდა დაესწროს.

 

დღის ამბები