26 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტი - 17 წლის ახალგაზრდისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ

რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტიდან 3 დღიანი ძებნის შემდეგ  17 წლის ახალგაზრდა წეროვანში დააკავეს. ის ამ დრომდე ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმეში ფიგურირებს.

ჯერჯერობით დაკავებულისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. დაკავებული ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

"კურიერის" ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები