26 დეკემბერი 2024,   16:10
ვრცლად
დამამახსოვრდა პრემიერის ჩხუბი, რომელმაც ჩემში ზიდანის ასოციაციაც კი გამოიწვია - ენძელა მაჭავარიანი

„დამამახსოვრდა პრემიერის ჩხუბი, რომელმაც ჩემში ზიდანის ასოციაციაც კი გამოიწვია,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა პრემიერსა და „ენმ“-ის წევრს, ნიკა მელიას შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შეფასებისას გააკეთა.

გუშინ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრამ საპარლამენტო უმცირესობასთან ხმაურის ფონზე ჩაიარა. დაძაბულ საუბარში მალევე ნიკა მელია ჩაერთო, რასაც შელაპარაკება და შემდეგ უკვე გინებაც მოჰყვა. 

ენძელა მაჭავარიანის თქმით, ეს დაპირისპირება საქართველოს ისტორიაში შევა. უმრავლესობის დეპუტატმა პრემიერი ცნობილ ფრანგ ფეხბურთელს შეადარა. 

„დამამახსოვრდა პრემიერის ჩხუბი, რომელმაც ჩემში ზიდანის ასოციაციაც კი გამოიწვია და ეს ალბათ, ყოველთვის საქართველოს ისტორიაში დარჩება ერთ-ერთ ღირსეულ ჩხუბად,“ - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

 

დღის ამბები