26 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
გაეროს სხდომაზე იერუსალიმის დედაქალაქად აღიარების სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო

ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სხდომაზე 129 ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გაუქმებას ითვალისწინებს.

წინააღმდეგი იყო 9 ქვეყანა, 32-მა კი თავი შეიკავა. საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია, ქვეყნის წარმომადგენელი ამ დროს დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ ფაქტს ადასტურებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

„ჩვენ როგორც ვნახეთ, შედეგების შესაბამისად, საკმაოდ გაიყო პოზიციები. 36-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. ევროკავშირის პოზიციაც არ იყო ერთიანი. ჩვენ არ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები პარტნიორებთან და საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენმა დელეგაციამ არ მიიღო განხილვებში მონაწილეობა, შესაბამისად კენჭისყრაშიც,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ - გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მა. 35 ქვეყანამ კი, თავი შეიკავა კენჭისყრისას.

 

 

დღის ამბები