27 დეკემბერი 2024,   01:11
ვრცლად
მე კურდღლების მუქარის არ მეშინია - დავით ოქიტაშვილმა "იბერიას" პირდაპირ ეთერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ჩვენება მისცა

„მე მინდა, ხმამაღლა განვაცხადო და ვთქვა, როგორ აღმოჩნდა სტუდიაში მისი მეუღლე, ვიღაც გიორგი, რომელიც გვაგინებდა და ყელის გამოჭრით გვემუქრებოდა... მე მოვითხოვე, რომ მისი მეუღლე იყოს დაკითხული,“ - ეს განცხადება საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა „იბერიას“ პირდაპირ ეთერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

დავით ოქიტაშვილი გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. 

ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირებას ეკა წამალაშვილის მეუღლის მხრიდან გამოთქმული სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ოჰყვა. ოქიტაშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მან სამართალდამცავებსაც მიაწოდა.

„ეს იყო მუქარა, რომლისაც მე კურდღლების მუქარის არ მეშინია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, იმიტირებული "ქრონიკის" ავტორს ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალება, რომ მეორედ მოუწყოს საზოგადოებას იმიტირებული "ქრონიკა",“ - განაცხადა ოქიტაშვილმა.

გამოძიებას ჩვენებას აძლევს დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე ხათუნა ხოფერიაც.

ინციდენტი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გუშინ მოხდა. ენმ-ის წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და ხათუნა ხოფერიამ მიაყენეს. დაპირისპირებას წინ უძღოდა პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შეფასება.

მომხდარზე ძიება 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები