06 დეკემბერი 2024,   08:21
ვრცლად
2-დღიანი მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა მინისტრთა კაბინეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა

2 დღიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მმართველი უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. „ქართული ოცნების“ გუნდმა განახლებული მინისტრთა კაბინეტი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცა.

საბოლოო პროცედურის გავლამდე კი სხდომათა დარბაზში ვითარება არაერთხელ გამწვავდა. ხმაური უმრავლესობის დეპუტატებმა რომან გოცირიძის ტრიბუნასთან გამოჩენისთანავე დაიწყეს. ხმაურისა და შეძახილების ფონზე რომან გოცირიძის სიტყვით გამოსვლა დარბაზში თითქმის არც ისმოდა. დარბაზში ქაოსზე პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.

„ქართული ოცნების“ წევრები ნიკა მელიას გამოსვლას ტრიბუნებზე ხელის დარტყმით შეხვდნენ. სიტუაციის განმუხტვას „ევროპული საქართველოს“ წევრები ცდილობდნენ.

ოპოზიციის კრიტიკა გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“ და ისინი, პირიქით, პროვოკაციებში ოპონენტებს ადანაშაულებს.

დაძაბული დღისა და 14-საათიანი მუშაობის შემდეგ, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა განახლებულ კაბინეტს მხარი დაუჭირა. გიორგი კვირიკაშვილმა მილოცვები მიიღო და მთავრობა კიდევ ერთხელ უკვე 13 სამინისტროსა და 14 მინისტრის შემადგენლობით ჩაიბარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები