27 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა

მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა. ამ შედეგით დასრულდა მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მინისტრთან 3-საათიანი შეხვდრის შემდეგ მწერლებმა ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობის ბოიკოტზე უარი თქვეს. კულტურის სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრის გადაწყვეტილებით, “ფრანკფურტი 2018”-ის პროექტს ხელმძღვანელი შეეცვალა. 

”ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი გავიდა პროექტიდან და ამიტომ ეროვნული წიგნის ცენტრი გააგრძელებს, იმედი გვაქვს, აქამდე როგორც მუშაობდა, თანამედროვე, ევროპული მენეჯმენტის მოდელით, ასევე გააგრძელებს ის მუშაობას“ - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ბერიაკშვილის პროექტიდან გასვლა მისთვის წარმოუდგენელია. 

“მე ვფიქრობ ქალბატონი მანანას გაჟღერებული გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული იმიტომ, რომ პირდაპირ ვამბობ, ძალიან უსამართლო ბრალდებები გაისმა. ქალბატონი მანანას პროექტიდან გასვლა ამ მომენტისთვის ჩემთვის წარმოუდგენელია“ - აღნიშნა გიორგაძემ.

დღის ამბები