27 დეკემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ბეთლემი შობის დღესასწაულისთვის ემზადება

ბეთლემი შობის დღესასწაულისთვის ემზადება. ტაძართან, რომელიც, ბიბლიის თანახმად, იესოს დაბადების ადგილასაა აგებული, ათასობით მომლოცველია შეკრებილი და საზეიმო აღლუმს ადევნებს თვალს.

ქრისტეშობის ტაძარში წუთი-წუთზე იერუსალიმის პატრიარქს ელოდებიან, რომელიც სალოცავში საზეიმო მესას წაუძღვება. დღესასწაულთან დაკავშირებით ბეთლემში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ამოქმედდა.

საგანგებოდ დასუფთავდა ქრისტეშობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ იერუსალიმის სტატუსის გამო, დაპირისპირებისა და არეულობის ეპიცენტრი იყო.

პალესტინის ავტონომიაში აცხადებენ, რომ შობის შესახვედრად ბეთლემში ჩასულ მომლოცველებს ათასობით პოლიციელი და სამხედრო დაიცავს. 

დღის ამბები