27 დეკემბერი 2024,   02:16
ვრცლად
დედაენის ბაღში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები გაიყიდება

საახალწლო ქალაქის გახსნისთვის ემზადება დედაენის ბაღი.

დაგეგმილია კონცერტები, სხვადასხვა სახის ღონისძიება ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიყიდება მსჯავრდებულების მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარები.

ისინი პატიმრებმა სპეციალურად საახალწლო ბაზრობისთვის დაამზადეს.

გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე გადაერიცხებათ.

საახალწლო ქალაქი 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ყველა მსურველს უმასპინძლებს.

დღის ამბები