26 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
სკანდალი კომპანიის გარშემო, რომელიც საბავშო ბაღებს საკვებით ამარაგებდა 

კომპანია, რომელიც აქამდე თბილისის საბავშვო ბაღების კვებით იყო დაკავებული, ერთდროულად პროკურატურისა და დედაქალაქის მერიის თავდასხმის ობიექტად გახდა.

12 გამომძიებელი შპს „ელფის“ ოფისში ჩხრეკის ჩასატარებლად და ფინანსური დოკუმენტაციის ამოსაღებად ზუსტად 21 დეკემბერს შევიდა.

მოსამართლის განჩინება, რის საფუძველზეც პროკურატურამ დოკუმენტები ტომრებად დაფასოებული გაიტანა კომპანიიდან, 8 დეკემბერსაა გაცემული. საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პროკურატურას 30-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა ამისათვის ზუსტად 21 დეკემბერი იქნა შერჩეული.

იმავე დღეს, 21 დეკებერს, თბილისის მერიას ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე 2 მსხვილი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, ჯამში 42 მლნ ლარის ოდენობით. ამ ტენდერებში კომპანია „ელფიც“ აპირებდა მონაწილეობის მიღებას, რომელიც ბაღებს მანამდე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში აჭმევდა და კონკურსშიც ფავორიტად ითვლებოდა.

კომპანიაში ეჭვობენ, რომ მოულოდნელად გამოჩენილმა პროკურორებმა დოკუმენტების წასაღებად 21 დეკმბერი განგებ შეარჩიეს.

ამას ისიც დაერთო, რომ ტენდერის ჩატარების დღეს  თბილისის 171-ვე საბავშო ბაღში მერიის აუდიტის სამსახურიდან დაიგზავნა წერილები, საიდანაც ბაღის გამგეებმა მიიღეს პირდაპირი დავალება, სასწრაფოდ დაეწერათ საჩივრები შპს „ელფის“ წინააღმდეგ, კომპანიისთვის არ გადაერიცხათ არც ერთი თეთრი დეკემბრის ანაზღაურებიდან, პირიქით, დაეჯარიმებინათ და საბანკო გარანტიებიც გაეჩერებინათ.

სასამართლო განჩინებაში ნათქვამია, რომ სისიხლის სამართლის საქმე თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზეა აღძრული. თუმცა, თავად დასკვნას რატომღაც საიდუმლოა და მის გასაჯაროებას მერია გამოძიების დასრულებამდე არ აპირებს.

დაყადაღებული ფინანსური დოკუმენტების მიუხედავად, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მაინც შეძლო. 42-მილიონიანი ტენდერი 2 ნაწილადაა გაყოფილი, ორივეგან ორი კონკურენტი ჰყავს. ორივე კონკურენტს სხვადასხვა დროს ქართული ოცნებისთვის 200 000 ლარამდე აქვს შეწირული.

 

 

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

დღის ამბები