26 დეკემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რამდენიმე დღე 2-წლიანი საქმის მასალების გასაცნობად - სააკაშვილის საქმის ადვოკატს ვადა ხვალ ეწურება  

საქართველოს მესამე პრეზინდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საზოგადოებრივმა ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა 25 დეკემებრს, პირველ საათზე, უნდა თქვას. ამის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ 2000 გვერდზე მეტი საქმის მასალებს ღამეც ეცნობა, არ არის გამორიცხული, სოფიო გოგლიჩიძემ მოსამართლეს პროცესიის გადადება კიდევ მოსთხოვოს.

მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ ადვოკატის მოთხოვნას, რომ საქმის გასაცნობად დამატებითი დრო მისცემოდა, მოსამართლემ არაეთიკურად სასამართლო დარბაზში უპასუხა. პროცესი 25 დეკემბერს, 13 საათზე, დანიშნა და დასკვნითი სიტყვის სათქმელად სოფიო გოგლიჩიძეს 1 საათი გამოუყო.

საზოგადოებრივი ადვოკატი ფიქრობს, რომ სასამართლო საქმის დასრულებას საეჭვოდ ჩქარობს.

ადვოკატი თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და საქმეში მისი მხრიდან სისხლისამართლებრივი გადაცდომები არ იკვეთება.

მიხეილ სააკაშვილმა დაცვაზე უარი 10 დღის წინ, სასამართლოსა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გამო, თქვა. ამის გამო, აიცილა ის ადვოკატები, რომლებიც მის ბრალდების საქმეზე ბოლო წლები მუშაობდნენ.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ სასამართლოს ხელისუფლების დაკვეთით გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადება სურს, რადგან ეს უკრაინიდან მისი ექსტრადირებისთვის სჭირდებათ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები არა საკუთარი სურვილით, არამედ სპეციალური კომისიის რეკომენდაციით შეიწყალა და მის მიერ გამოცემული აქტი სამართლის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

პრეზიდენტის პირველი ადვოკატების, ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილის პოზიციის მიხედვით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღის ამბები