27 დეკემბერი 2024,   05:33
ვრცლად
ჩხუბი პარლამენტში და პრემერის გინება - ღარიბაშვილის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში კვირიკაშვილიც ამ ფორმით შევა

იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებმაც „გამორჩეული“ საქციელით ან ფრაზებით საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს, პრემიერ-მინისტრიც აღმოჩნდა. მიზეზი ის ინციდენტია, რომლის დროსაც მან ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნიკა მელიას, აგინა.

შემთხვევა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინ, საკომიტეტო მოსმენაზე მოხდა.

მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. უმრავლესობის წევრებმა კი მომხდარში ოპოზიცია დაადანაშაულა.

ქართული ოცნების წევრებმა თქვეს, რომ ნიკა მელიამ პრემიერი გამოიწვია, მან კი თავისი ღირსება დაიცვა. მოგვიანებით შს მინისტრმა თანაგუნდელებს ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

კვირიკაშვილის მსაგვსად, საზოგადოებას თავი მისმა წინამორბედმაც დაამახსოვრა. ყველას ახსოვს ფარული ჩანაწერები, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შემდგომში მისი თანაგუნდელების მისამართით იგინება. 

დღის ამბები