27 დეკემბერი 2024,   00:50
ვრცლად
გეო-თერმული კურორტის მილიონობით ინვესტიცია - ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე

გეო-თერმული კურორტის ჯინო ფერედაის ბეშენოვას მფლობელი და მმართველი ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძეა. ნოდარ გიორგაძეს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს და სლოვაკეთში პან დოქტორს ეძახიან. მას ბეშენოვაში ყველა ადგილობრივი იცნობს, ბეშენოვას მერი კი პან დოქტორს თილისმას უწოდებს.

ჯინო ფერედაის ბეშენოვაში 2003 წლიდან დღემდე ნოდარ გიორგაძემ 45 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. ტერიტორიაზე თერმული წყლების გარდა, სპა და სარელაქსაციო სალონები, აკვა პარკი და სასტუმრო კომპლექსებია განთავსებული.

ნოდარ გიორგაძეს ეკუთვნის ჯინო პალასი, რომელიც სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავადან 1 საათის სავალზე მდებარეობს. სასახლზე ულამაზესი ტყე-პარკით არის გარშემორტყმული.

სლოვაკეთში და საქართველოში ნოდარ გიორგაძე ერთდროულად 12 კომპანიას ფლობს.

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მალე დანიური კომპანია რამბოლი და საქართველოს საინვესტიციო ფონდთან ერთად ჯინო ჰოლდინგი სრულფასოვანი ეკოქალაქის მშენებლობას იწყებს, სადაც ეტაპობრივად 700 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიცია ჩაიდება. თუმცა მანამდე, სანამ მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქი აშენდება, ნოდარ გიორგაძემ უკვე დახარჯა 100 მილიონი ლარი და ამიერკავკასიაში უდიდესი აკვაპარკი ჯინო ფერედაისი გააშენა. კურორტი საქართველოს დედაქალაქში მდებარეობს, სადაც წლის ნებისმიერ დროს ზაფხულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები