ქსენია სობჩაკმა რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა. ცნობილი ტელეწამყვანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
დაარეგისტრირებს თუ არა ცესკო 35 წლის აქტივისტს 5 დღეში გახდება ცნობილი. ქსენია სობჩაკი კანდიდატად არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ "სამოქალაქო ინიციატივამ" ოფიციალურად წარადგინა.
სობჩაკის გარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად საბუთები ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმაც ჩააბარა.
არჩევნები რუსეთში 2018 წლის 18 მარტს გაიმართება.