26 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
სამწუხარო ფაქტებიც მოხდა ერთი-ორი, რომელიც არ უნდა იქნეს დაშვებული - გიორგი ვოლსკი რეიდებზე საუბრობს

„საბჭოთა გადმონაშთი რატომ არის ისეთი ღონისძიებები, ვთქვათ, რომელიც აღმოაჩენს უკანონო იარაღის მფლობელებს, ნარკოტიკების გამსაღებლებს,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ქვეყანაში 22-24 დეკემბერს ჩატარებულ რეიდებს.

გიორგი ვოლსკის თქმით, მხოლოდ რეიდებით არ უნდა მოხდეს დანაშაულის პრევენცია. ვოლსკი ასევე, აღნიშნავს, რომ რამდენიმე შესაძლო გადაცდომის ფაქტი დაფიქსირდა.

„სამწუხარო ფაქტებიც მოხდა ერთი-ორი, რომელიც არ უნდა იქნეს დაშვებული, მეტი პროფესიონალიზმია საჭირო, მაგრამ ქვეყანაში, როდესაც ამდენი გამოწვევებია გარშემო, საჭიროა, ძალიან აქტიური მუშაობა დანაშაულის პრევენციისთვის ად არა მარტო რეიდები უნდა იყოს პრევენციის ღონისძიება, არამედ სხვა მრავალფეროვანი ღონისძიებებიც უნდა ჩაერთოს ამაში,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები