26 დეკემბერი 2024,   15:47
ვრცლად
მოსკოვში უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

5 ადამიანი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას მოსკოვში. სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი მეტროსადგურის ჩასასვლელში ჩავარდა. დაღუპულთა გარდა, შემთხვევის შედეგად 15 ადამიანიც დაშავდა.

ავტობუსის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, ავარიის დროს მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა. გამოძიება ტერაქტის ვერსიას არ განიხილავს. შემთხვევის ადგილზე მოსკოვის მერიც იმყოფებოდა, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.


დღის ამბები