26 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
ზვიად რატიანმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, სასამართლოში ჩანიშნული პროცესზე მისვლა ვერ შეძლო

საპოლიციო კონტროლის დროს ნაცემი პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გაუარესდა, რის გამოც მან საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული პროცესზე მისვლა ვერ შეძლო და სხდომა გადაიდო.

თავად ზვიად რატიანმა, რომელიც მისი მდგომარეობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა, თუმცა მედიისთვის კომენტარი აღარ გაუკეთებია.

როგორც პოეტი შოთა იათაშვილი ამბობს, რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სიმშვიდე ესაჭიროება.

„ზვიადმა დილით რომ გაიღვიძა ძალიან ცუდად იყო, თითქმის ვერ წამოდგა. გასაგებია, რომ გუშინ ეს ყველაფერი ზღვარზე იყო და ამ დროს შოკის მდგომარეობაში, ადამიანს შეუძლია ბოლომდე გასცეს ჩვენებები, ბოლომდე ფეხზე იყოს, მაგრამ მეორე დღეს უკვე ვეღარ დგება ფეხზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ვნახე მეც. თავი, მთელი ორგანიზმი ტკივა და ამ შემთხვევაში სიმშვიდე სჭირდება მას,“ - განაცხადა პოეტმა შოთა იათაშვილმა.

ექიმების ინფორმაციით, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა და ტვინის შერყევა არ დაუდასტურდა. მას, მიყენებული დაზიანებების გამო, ძლიერი თავის ტკივილები აქვს.

დღის ამბები