26 დეკემბერი 2024,   16:30
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით აფხაზეთის რკინიგზის საკითხი სომხეთის პრეზიდენტთან არ განიხილება-  სერჟ სარქისიანი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს

სომხეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

სერჟ სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან. მოგვიანებით, შეხვედრები მინისტრების მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

საუბრის მთავარი თემა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო. რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზის საკითხს, რომლის აღდგენაზე სერჟ სარქსიანი ხშირად საუბრობს და აცხადებს, რომ ეს სომხეთის ინტერესებში შედის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ეს საკითხი არ იქნება მსჯელობის საგანი.  მიხეილ ჯანელიძის თქმით ქვეყნის შიდა რეგულაციების საკითხები, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს სხვა მესამე ქვეყანასთან არ განიხილება.

 „ჩვენი ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზე ვითარდება ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში. ძალიან აქტიურად ვითარდება ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და დღეს იქნება განხილული ის საკითხები, რომელიც ორმხრივ დღის წესრიგში დგას და რომელიც ხელს უწყობს, რომ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს შიდა რეგულაციებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს ეს არ განიხილება სხვა მესამე სახელმწიფოებთან,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები