26 დეკემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ოპოზიციის შეფასებით, რეიდები კონტროლის მოძველებული მექანიზმია, რა დროსაც მოქალაქეების უფლებების დარღვევის რისკი მაღალია

„ამ რეიდებს უფრო მეტი ზიანი მოაქვს სახელმწიფოსთვის და ინსტიტუტისთვის, ვიდრე ზოგადად, სარგებელი,“ - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ქვეყანაში 22-24 დეკემბერს ჩატარებულ  რეიდებს.

ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი რეიდები კონტროლის მოძველებული და არაეფექტური მექანიზმია, რომლის დროსაც მოქალაქეების უფლებების დარღვევის რისკი მაღალია.

„ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში, მე როგორც მახსოვს და რეალურად, მე ამას ვებრძოდი უკრაინაში, რომ კრიმინალურ პოლიციას მსგავსი ფაქტები არ ჩაედინა. ზიანი უფრო მეტია, ინსტიტუტმა მიიღო საზოგადოების რისხვა. რეალურად, დაანონსებულ რეფორმასთან ამას საერთო არაფერი არ აქვს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიამ შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გაკეთებული განცხადების შემდეგ რეიდების მოწყობით ნაბიჯი უკან გადადგა. 

„მან დანაშაულის პრევენციისთვის გამოიყენა სწორედ, რომ, ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი ე.წ. რეიდები, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს ადამიანების უფლებების დარღვევა,"-განაცხადა გოგუაძემ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა აღნიშნავს, რომ რეიდები სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.

„შსს-ს არ ჰყავს კვალიფიციური კადრები. მას შემდეგ, რაც ბუღალტერი დაინიშნა  შს მინისტრად ძალიან ბევრი ძველი კადრი გაყარეს და რეიდის ჩატარებას სჭირდება ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი, სპეციალისტი,“ - განაცხადა კუკავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები