სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა თავდამსხმელმა თანხის წაღება მოახერხა, თუმცა, ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგურის დაყაჩაღების შემდეგ დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.