მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მის ადგილს კულტურის მინისტრის რომელიმე მოადგილე დაიკავებს, თუმცა ვინ იქნება ის, უკვე ხვალ გახდება ცნობილი. გარდა ამისა შეიქმნება სპეციალური საბჭოც, რომელიც ბაზრობისთვის მოსამზადებელ საკითხებზე იმუშავებს.
ბერიკაშვილის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ხმაურიანი შეხვედრები და აზრთა სხვადასხვაობა საორგანიზაციო კომისიის წევრებსა და გამომცემლებს შორის.
აზრთა სხვადასხვაობა თავდაპირველად ბერიკაშვილსა და წიგნის ბაზრობის მოსამზადებელი პროექტის კიდევ ერთ ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს შორის წარმოიშვა, რასაც უკვე ერთკვირიანი განხილვების პროცესი მოჰყვა.
ბერიკაშვილმა პირველად პროექტის დატოვების შესახებ პარასკევს განაცხადა, თუმცა კულტურის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ მას გადაწყვეტილება ცხელ გულზე ჰქონდა მიღებული.