26 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
პატრიარქს აღსაყდრების იუბილე ეპისკოპოსების ნაწილმა და შორენა თეთრუაშვილმა არ მიულოცეს - ეკლესია კი მტრებთან ბრძოლაზე საუბრობს

პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 40 წელი გავიდა. ილია მეორე დღე იუბილარიც არის. ის 85 წლის გახდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევისას ერთადერთი და უკონკურენტო კანდიდატი იყო, რომელმაც წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა მიიღო, მაგრამ დღეს, ტახტზე ასვლის საიუბილეო წირვას, სინოდის რამდენიმე გავლენიანი წევრი არ დაესწრო. მათ შორის, ვინც სვეტიცხოველში ქართული ეკლესიის საჭეთ-მპყრობელთან მისალოცად არ მივიდა ქორ-ეპისკოპოსი იაკობი და ჭყონდიდელი პეტრეც იყვნენ. პატრიარქს არ მიულოცა არც შორენა თეთრუაშვილმა.

ქვეყნის უძველესი საპატრიარქო ამბიონიდან წარმოთქმულ ეპისტოლეში კი დღეს მთავარი გზავნილი ეკლესიის მტრებთან ბრძოლა იყო. საპატრიარქოს კულუარებში უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ შიდა დაპირისპირება ეკლესიაში სულ უფრო და უფრო მწვავდება.

საიუბილეო წირვას დაესწრო პრემიერი, პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ილია მეორემ დღეს განსაკუთრებული მილოცვებიც მიიღო, ვინც საქართველოში ვერ ჩამოვიდა წერილი გამოაგზავნა. 40 წლიანი მოღვაწეობისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქმა კირილმა, რომის პაპმა და ინგლისის დედოფალმა.

დღის ამბები