26 დეკემბერი 2024,   16:24
ვრცლად
პოლიცილების მიერ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს პროკურატურა სწავლობს

პროკურატურა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს სწავლობს. საუბარია პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე, რომელმაც საპოლიციო კონტროლის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში 10 საათზე მეტი გაატარა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მან თქვა, რომ პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ. ის დღეს ვერც სასამართლოზე გამოცხადდა. მიყენებული დაზიანებების გამო ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესი გადაიდო.

სამედიცინო დაწესებულებაში ზვიად რატიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დღის პირველ ნახევარში მიიყვანა. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ კი კლინიკა უკვე საკუთარი ფეხით, ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა.

რატიანის ახლობლების მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამართალდამცველების მიერ თავში მიყენებული დაზიანებების გამო გაუარესდა. ექიმებმა, ტვინის შერყევა არ დაადასტურეს, ამიტომ ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.   

 

დღის ამბები