26 დეკემბერი 2024,   16:20
ვრცლად
12 გასროლა, აქედან 6 სასიკვდილო-მესტიის საკრებულოს დეპუტატს სავარაუდოდ საკუთარმა ნათესავმა ესროლა

მესტიის საკრებულოს დეპუტატს სავარაუდოდ საკუთარმა ნათესავმა ესროლა. ლომარ ნიგურიანის მისამართით მან 12-ჯერ გაისროლა, აქედან 6 ჭრილობა ნიგურიანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მეზობელი სახლის ეზოდან იმ დროს ესროლეს, როდესაც სახურავზე თოვლს წმენდდა.

სისხლიან ანგარიშსწორებას წინ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებული აგრარულ ბაზართან დაკავშირებით  დაწყებული დაპირისპირება უძღოდა წინ. კონფლიქტიდან რამდენიმე საათში ნიგურიანი მოკლეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის სამართალდამცავებისთვის დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა ცნობილია და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობს ოპერატიული მოქმედებები. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები