26 დეკემბერი 2024,   16:19
ვრცლად
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ქვები ცვივა 

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან, სადაც 21 ნოემბერს ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, დილიდან ქვები ცვივა თუმცა, მერიის დასკვნის მიხედვით, კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია. ბინების მესაკუთრეებს სახლებში დაბრუნების უფლება მერიამ გასულ კვირას მისცა. დღეს დილიდან კი მოსახლეობამ აღმოაჩინა, რომ კორპუსის ბოლო, მე-9 სართულის ფასადიდან ბეტონის კონსტრუქცია იშლება და ქვები ცვივა.

სალოსის ქუჩის მაცხოვრებლები მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საცხოვრებლად უვარგის კორპუსში შეუშვეს. ეზო სადაც ქვები ცვივა ბავშვების სათამაშო მოედანია. დილიდან მშობლები არასრულწლოვნებს სახლიდან გასვლის უფლებას აღარ აძლევენ.

ღამის ქვათაცვენას მერია, უამინდობას აბრალებს, მუნიციპალიტეტში თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ კორპუსის ბოლო სართული ფასადი არა შენობის ავარიულობის, არამედ ძლიერი ქარის გამო ჩამოიშალა.

დღის ბოლოს მერიამ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადარბაზოებთან საავარიო გასასვლელები დაამონტაჟა.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები