26 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ამ დავებ-დავებში თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები დარჩნენ ფეხსაცმლის გარეშე"-დავების საბჭოს წევრი თანამდებობას ტოვებს

დავების განმხილველი საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე თანამდებობას ტოვებს. ის იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ახლაც მიმდინარეობს შესყიდვების სააგენტოში ან დავების საბჭოში. მამუკა ტუსკაძე 60 ადმინისტრაციულ საჩივარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც უკან გაითხოვეს და რომლებშიც კორუფციული გარიგებებზე ყოფილიყო საუბარი.   

„60 ადმინისტრაციული საჩივარი არ განუხილავს დავების საბჭოს იმიტომ, რომ მომჩივარმა თავად გაითხოვა. იქნებ იმ 60 საკითხის უკან ისეთი კორუფციული სქემა დგას, რომლის გაშიფვრაც შეიძლებოდა, თუმცა მერე რა. წარმოიდგინეთ, რომ დავების საბჭომ და შესყიდვების სააგენტომ მართლაც რომ კრიმინალის აღმოაჩინონ პრინციპში არ მახსოვს ფაქტი, რომ რომელიმე გადაგვეგზავნოს პროკურატურაში მოკვლევისათვის,“-აცხადებს ტუსკაძე.

ის მაგალითისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს ასახელებს, რომელიც ჯარისკაცებისთვის ფეხსაცმლის შეკერვისთვის გამოცხადდა. თუმცა თავად უწყების გადაწყვეტილებით ტენდერი შეწყდა.

„ამ დავებ-დავებში, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები დარჩნენ ფეხსაცმლის გარეშე წელს მაგალითად.  შეწყდა ტენდერი, გაასაჩივრა კომპანიამ საკმაოდ სწორად გაასაჩივრა და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჩვენს მიერ. ეს საჩივარი თავდაცვის სამინისტროს ფეხსაცმელების შეკერვას ჯარისკაცებისათვის. შემდეგ იმის მაგივრად, რომ განეხილა თავდაცვის სამინისტროს და მიენიჭებინა  გამარჯვებულის კვალიფიკაცია ან გადასულიყო შემდეგ პრეტენდენტზე, ადგა და საერთოდ შეწყვიტა ტენდერი,"-აცხადებს ტუსკაძე.

დღის ამბები