22 დეკემბერი 2024,   07:13
ვრცლად
პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილია ერთერთი დაკავებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი

პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილია ერთერთი დაკავებული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ოჯახის წევრები "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ მათ არ იციან სად ყავთ გადაყვანილი დაჭრილი.

მათთვის ასევე უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მისი სახლიდან გაყვანა, რადგან, როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, ისინი სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა პირველ სართულზე მოათავსეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილი კი, ამ დროს მეორე სართულზე, საძინებელში იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებამ მათ ტელეფონები ჩამოართვეს. 

ოჯახი კატეგორიულად ითხოვს, დროულად გაირკვეს თემირლან მაჩალიკაშვილის ადგილსამყოფელი. ისინი მთავრობას მათ წინააღმდეგ უსამართლოდ განხორციელებულ ქმედებაში ადანასაულებენ.

მაჩალიკაშვილები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ახმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს. მათი თქმით, ის სტუდენტია და თბილისში სწვალობს. 

ისინი ასევე კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი სახლიდან ამოღებულია იარაღი, მათი განმარტებით, მათ ოჯახში არანაირი იარაღი არ იყო. 

როგორც ცნობილია, დღეს პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის ტემირლან ოფელ დუისში აიყვანეს, ბადო ჩოფანაშვილი ომალოში, ხოლო დუისის მცხოვრები ხიზირ მარგოშვილის აყვანა თბილისში მოხდა. დაკავებულია ასევე დუისელი რუსლან ალხანაშვილი. 

მიმდინარე სპეცოპერაცია სავარაუდოდ, თბილისში ერთი თვის წინ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

დღის ამბები