06 დეკემბერი 2024,   09:36
ვრცლად
"მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ"-სოხუმის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი ლუკავას პირველი ინტერვიუ

სოხუმის, დრანდის ციხეში 6-წლიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ლუკავა „კურიერს“ პირველი ინტერვიუს აძლევს. პატიმრობაში გატარებული დღეების შესახებ ის ბევრს არ საუბრობს თუმცა ამბობს, რომ იყო წუთები, როცა მისი სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.  

„კურიერის“ ინფორმაციით ლუკავას სცემდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც. მეუღლე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავას დაძინებაც უჭირს.

გიორგი ლუკავას ოკუპირებული სოხუმის ციხეში 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გიორგი ლუკავა ყვება, რომ მისი გაცვლა დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა, გასაცვლელად წაიყვანეს, თუმცა ყველა ჯერზე ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ის ასევე ამბობს, რომ ტყუილი იყო პაატა ზაქარეიშვილის გაკეთებული განცხადებაც, თითქოს მან 2016 წელს გაცვლაზე უარი თავად განაცხადა. მისი თქმით მას ამ შინაარსის წერილი არასდროს დაუწერია.

გიორგი ლუკავა 2011 წელს გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს. ოფიციალურ ბრალდებად გიორგი ლუკავას ოკუპირებულ აფხაზეთში მეომრობას უყენებდნენ, თვითონ ამბობს, რომ დამადასტურებელი დოკუმენტები აფხაზებს არ ჰქონიათ და თვითონაც ხელი არაფერზე მიუწერია.

ამავე თემაზე
დღის ამბები