06 დეკემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის "ოქროს ფრთის" ერთ-ერთი რჩეული ნოდარ მელაძე გახდა

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ყოველწლიური დაჯილდოება "ოქროს ფრთის" ახალი გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. ფონდის ერთ-ერთი რჩეული ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გახდა. 

ნოდარ მელაძეს ჯილდო ფონდის პრეზიდენტმა გადასცა.

„მთელი წელი, შეიძლება ითქვას კვირაში 7 დღე და დღეში 24 საათი ჟურნალისტები მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლები იყვნენ ყველაზე ინფორმირებულები. ანუ ჩვენ მოვიპოვოთ და მოვუყვეთ მათ რაც მათ გარშემო ხდება და მათ ცხოვრებაზე აისახება. როდესაც მძიმე წლის ბოლოს ადამიანები შეამჩნევენ ამ შრომას, ყოველთვის გიხარია ხოლმე. ეს ჯილდო დღეს მივიღე მე, მაგრამ ეს არის თითოეული „კურიერელის“ ჯილდო, იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ მოვლენების ეპიცენტრში და ქმნიან ამ ქვეყნის ნომერ პირველ საინფორმაციო გამოშვებას. მადლობა ორგანიზატორებს და პირველ რიგში მადლობა მაყურებელს. რომ არა მათი თანადგომა, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ნომერ პირველი ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ფონდმა დააჯილდოვა როგორც ქართული მედიის წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები. 

დღეს ასევე დაჯილდოვდნენ როგორც სატელევიზიო, ასევე ბეჭდური და ციფრული მედიის წარმომადგენლები. 

მთავარი ჯილდო საპატიო ოქროს ფრთა გადაეცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

დღის ამბები