27 დეკემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალშრიან პრობლემასთან საქმე - ზაალ ანდრონიკაშვილი ზვიად რატიანის საქმეზე საუბრობს

„ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალშრიან პრობლემასთან საქმე,“ - ასე აფასებს ლიტერატურათმცოდნე, ზაალ ანდრონიკაშვილი პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს.

ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ზვიად რატიანის უმოწყალო ცემა პოლიციელების მიერ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის არამარტო სცემეს, არამედ აწამეს. კარგად უნდა გავიაზროთ ეს, პოლიციელი აწამებს მოქალაქეს, ეს არის მხოლოდ აისბერგის ზედა მხარე, ხილული მხარე, რომელისაც ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა ანდრონიკაშვილმა.

ზაალ  ანდრონიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა, მათი პრობლემა არ საჯაროვდება.

ანდრონიკაშვილი აღნიშნავს, რომ შს მინისტრის პოლიტიკა კრიმინალის მიმართ არ არის ეფექტური.

„გიორგი გახარიას მოუწია ეღიარებინა, რომ რეიდები არ არის მაინც და მაინც კარგი და გადასარევი ფორმა კრიმინალთან ბრძოლისა, მას მოუწია ეღიარებინა, უფრო სწორად, ბრალი გადაემისამართებინა ჩვეულებრივი პოლიციელების მიმართ... სინამდვილეში, ეს არის კრიმინალური პოლიტიკის არაეფექტური გამოყენების მაგალითი. ფაქტობრივად, ჩვენ ვუბრუნდებით ქვის ხანის დროინდელ, პირობითად რომ ვთქვათ, საბჭოთა პერიოდის რეიდებს, სადაც პოლიცია ისვრის ამ ბადეს და ამ ბადეში მოჰყვება უამრავი ადამიანი, რომლის სამოქალაქო უფლება შეიძლება შეილახოს მსუბუქად, მაგრამ შეიძლება შეილახოს ისე მძიმედ, როგორც მოხდა ზვიად რატიანის შემთხვევაში,“ - განაცხადა ანდრონიკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები