27 დეკემბერი 2024,   02:29
ვრცლად
დღევანდელი სისტემა, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს დარღვევების ეფექტურ გამოძიებას - ნინო ლომჯარია საპოლიციო კონტროლზე საუბრობს

„დრო არის დავსვათ შეკითხვები, რამდენად გამართლებულია, რამდენად ეფექტურია, რამდენად თანაზომიერია ადამიანის უფლებებში ჩარევის ის მეთოდი, რაც უკავშირდება საპოლიციო კონტროლს,“ - ეს განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შეფასებისას გააკეთა.

სახალხო დამცველმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ საპოლიციო კონტროლის გამოცხადებამდე მოქალაქეებს უმჯობესი იქნება თუ მათი უფლება-მოვალეობების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

„დადასტურდა, რომ მრავალი ათასი ადამიანი იქნა შემოწმებული. ნებისმიერ დროს ეს შემოწმება შეიძლება, გადაიზარდოს ისეთ საპროცესო მოქმედებებში, რაც უკავშირდება პირის ჩხრეკას, პირის დაკავებას და აქ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მოქალაქეების, ადამიანის უფლებები დაცული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, სამართალდამცავი სისტემა რეფორმირებას საჭიროებს და ამ ეტაპზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა შესაძლო გადაცდომები უნდა აკონტროლონ.

ნინო ლომჯარიას თქმით, საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერა ჩართული უნდა იყოს.

„დღევანდელი სისტემა, ვფიქრობ, რომ ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის დარღვევების ეფექტურ და ეფექტიან გამოძიებას,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები