26 დეკემბერი 2024,   16:17
ვრცლად
აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემქნა, რომელსაც ექნება საშუალება, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევები გამოიძიოს - სულხან სალაძე

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე ქვეყანაში ჩატარებული საპოლიციო კონტროლის შესახებ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები არ უნდა დაირღვას.

სულხან სალაძე საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლენილ სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზოგიერთი შემთხვევა არ ხმაურდება.

სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ გარდა პოეტ ზვიად რატიანის შემთხვევისა, პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტები ბათუმსა და ზუგდიდშიც დაფიქსირდა. სალაძე აღნიშნავს, რომ ზუგდიდის სამი მცხოვრები, რომლებმაც არასამთავრობოს ამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ამ ფაქტის გასაჩივრებას არ აპირებენ.

„როცა ვლაპარაკობთ, რომ პრობლემა არის სამართალდამცავთა მხრიდან გარკვეულ ქმედებებში, ეს პირდაპირ, ნათლად და მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ამ ქვეყანაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემქნა, რომელიც დისტანცირებული იქნება გამოძიების ეტაპზე პროკურატურისგანაც, გამოძიებისგანაც, რეალურად ეს უნდა იყოს სპეციალური მექანიზმი, რომელსაც ექნება მეტი საშუალება, რომ სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევები შემთხვევები გამოიძიოს ეფექტურად,“ - განაცხადა სულხან სალაძემ. 

დღის ამბები