27 დეკემბერი 2024,   04:09
ვრცლად
"ეს რეიდები ქვეყანას აბრუნებს ღრმა წარსულში, საბჭოთა პერიოდში“-ალეკო ცქიტიშვილი

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი სამართალდამცავების მხრიდან ზვიად რატიანის ცემის ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს. ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით 25 წელია იცნობს  ზვიად რატიანს, უნახავს ფხიზელიც და ნასვამიც და ის არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს ასე უმიზეზოდ აგინებს.

რაც შეეხება საპოლიციო კონტროლს, ალეკო ცქიტიშვილის თქმით ეს არის სახელმწიფოსთვის შეუფერებელი ქმედება, რომელსაც არ შეუძლია მოუტანოს სიკეთე ქვეყანას და შექმნას უფრო მეტი საფრთხე.

„ეს რეიდები ქვეყანას აბრუნებს ღრმა წარსულში საბჭოთა პერიოდში“-განაცხადა ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.   

მისივე თქმით ხშირია პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მცდელობის ფაქტები. მათშორის უმეტეს შემთხვევაში ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” მუშაობს ისეთ საქმეებზე, რომელშიც დაზარალებულ მოქალაქეს პოლიციელი აქეთ აბრალებს ძალადობას.

მან კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე მივიდა პოლიციაში და მისი კუთვნილი ტელეფონი მოითხოვა. ეს ტელეფონი ინახებოდა პოლიციაში, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ის ნასვამი იყო 11-მა პოლიციელმა სცემა. დაზიანებები კი ცქიტიშვილის ინფორმაციით იმდენად მძიმე იყო რომ არ მიიღო იზოლატორმა. მისი თქმით ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ჩარევით ეს ადამიანი გამართლდა თუმცა თავად იმ პოლიციელების მიმართ სამართალწარმოება არ დაწყებულა. 

დღის ამბები