27 დეკემბერი 2024,   01:20
ვრცლად
"დაალაგებენ რაღაც ჟანგიან ხელყუმბარებს...ერთ კადრში ბანტით შეკრული გიტარაც დევს და მერე გვეუბნებიან საშინელებას გადაგარჩინეთო"-ზურაბ ჯაფარიძე

”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” თავმჯდომარე ბოლო დღეებში ჩატარებული მასშტაბურ საპოლიციო კონტროლს ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთ რეიდებს არ მოჰყვება რეალური შედეგები. ზურაბ ჯაფარიძის თქმით ის რომ დაალაგებენ „რაღაც ჟანგიან ხელყუმბარებს“ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ გადაარჩინეს, არ არის დამაჯერებელი.  

„დაალაგებენ რაღაც ჟანგიან ხელყუმბარებს ... ერთ კადრში სხვათაშორის ბანტით შეკრული დიდი გიტარაც დევს. არ ვიცი ეს გიტარა დესპერადოს გიტარა იყო თუ რატომ ამოიღეს მაგრამ ერთ-ერთი კადრი ეგეც არის და მერე გვეუბნებიან, რომ აი ნახეთ რა საშინელებას გადაგარჩინეთ,“-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რეიდები უმეტესწილად უკავშირდება ხოლმე მინისტრების ცვლილებას და როგორც კი ახალი შს მინისტრი ინიშნება, მაშინვე იწყება რეიდები მისი იმიჯის ასამაღლებლად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები