27 დეკემბერი 2024,   07:06
ვრცლად
შს მინისტრი, ამ შემთხვევაში, მოქმედებდა კანონგარეშე - ლევან სამუშია საპოლიციო კონტროლზე

„ჯერ უნდა დაისვას კითხვა, იყო თუ არა კანონიერი და მე გეუბნებით, რომ ეს არ იყო კანონიერი და იმ ხარვეზიანი კანონიდან გამომდინარეც ეწინააღმდეგებოდა კანონს,“ - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ქვეყანაში ჩატარებულ საპოლიციო კონტროლს.

ლევან სამუშია აღნიშნავს, რომ საპოლიციო კონტროლი არასწორად განხორციელდა.

„პირველი ის, რომ ამათ წინასწარ შერჩეული ტერიტორია მთლიანად საქართველო ჰგონიათ. ეს ერთი, ანუ გარკვეულწილად, აქ მოეწყო კომენდანტის საათი და მეორე, ეს საერთოდ კანონიდან არ გამომდინარეობს, ეს ქმედებები,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშია შს მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საახალწლოდ სტატისტიკის გაფუჭება“ მოხდებოდა.

„შს მინისტრი გვეუბნება, რომ თურმე, საპოლიციო კონტროლი ქვეყნაში ტარდება იმის გულისთვის, რომ სტატისტიკა შსს-ს არ გაუფუჭდეს... აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ შს მინისტრი, ამ შემთხვევაში, მოქმედებდა კანონგარეშე და ეს ყოველივე ღონისძიება არის კანონგარეშე საპოლიციო ღონისძიებები,“ - განაცხადა სამუშიამ. 

ლევან სამუშია პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობა გამართლებული არ იქნება, თუნდაც რატიანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

დღის ამბები