მოსკოვის საკონდიტრო ფაბრიკის შენობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ობიექტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც მოქმედ მფლობელთან კამათი მოუვიდა, იარაღიდან გაისროლა. დაიღუპა დაცვის ერთი წევრი. დაჭრილია ორი ადამიანი.
თავად თავდამსხმელი შენობაში იმყოფება და სამართალდამცველები მის დაკავებას ცდილობენ. ფაბრიკაში სპეცრაზმელები პოლიციელებთან ერთად შევიდნენ. მანამდე, თავდამსხმელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ფაბრიკა ძალით დაათმობინეს გარკვეულმა პირებმა, რომლებსაც პროკურორები მფარველობენ.
გავრცელებული ცნობა მძევლების აყვანის შესახებ მოსკოვის პოლიციაში არ დაადასტურეს.