06 დეკემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"შემოგვივარდნენ ავტომატებით... ჩვენი ტელეფონები და პირველ-კლასელი ბავშვის ლეპტოპი წაიღეს"-პანკისში დაკავებული მარგოშვილის ოჯახი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რამაზ მარგოშვილის მეუღლე მისი ოჯახის წევრების ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს. რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამბობს, რომ სპეცრაზმი მათ სახლში ღამის 04:00 საათზე შეიჭრა და დილის 10:00 საათამდე დარჩა. ლია დოიშვილის თქმით, თავდაპირველად სამართალდამცავებმა მისი ორი შვილი 16 წლის და 19 წლის ბიჭები დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით სპეცრაზმელებმა სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და წაიღეს ტელეფონები და მისი პირველ-კლასელი შვილის ლეპტოპი.

„შემოგვივარდნენ, შეიარაღებულები იყვნენ ავტომატებით. უფროსი ორი შვილი, იმ წუთსვე ხელბორკილები დაადეს. ღამით 04:00 საათისთვის შემოვარდნილები დილით 10:00 ხდებოდა აქედან, რომ მიდიოდნენ. ჩხრეკა ხომ ჩაატარეს და მერე წერდნენ რაღაცეებს. ჩემი ტელეფონი, შვილის ტელეფონი, ბავშვის, პირველ-კლასელი მყავს, ამის სკოლაში მოცემული ლეპტოპი წაიღეს,“-განაცხადა ლია დოიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროს მისი მეუღლე რამაზ მარგოშვილი თბილისში იმყოფებოდა. მან გაიმარჯვა პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და დედაქალაქშიც სწორედ ამ დეტალების გასარკვევად წავიდა.

ლია დოიშვილი ასევე ამბობს იმასაც, რომ მისი მეუღლე უკვე ორი წელია თურქეთში არ ყოფილა, რადგან სამუდამო დეპორტი აქვს. 

დღის ამბები