26 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო გაყვეს მის მიერ, წინასწარ დაგეგმილ გრაფიკს," - გიორგი პაპავა ლარზე საუბრობს

ექსპერტები ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებენ. დარგის სპეციალისტების თქმით, წლის ბოლო პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის არათანაბარი ხარჯვა დაუშვებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფო გაყვეს მის მიერ წინასწარ დაგეგმილ გრაფიკს და გრაფიკთან შედარებით, მნიშვნელოვნად არ გაზარდოს თავისი ხარჯები. ვხედავთ, რომ კიდევ რამდენიმეპუნქტიანი გაუფასურება მოხდა ლარის. ეს, ჩემი აზრით, ძირითადად დაკავშირებულია წინასაახალწლო მოლოდინებთან და უამრავი ტრანზაქციები ხორციელდება ეკონომიკაში, თუმცა გაუფასურების ნაწილობრივ ახსნა შეიძლება გუშინ გაზრდილი დანახარჯით,“ - განაცხადა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ.

შეფასება გააკეთა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

„დღეს რამაც შეიძლება მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე ნეგატიური გავლენა, არი ის, თუ ბაზარმა იწამა, რომ მთავრობა ამ ნახევარ მილიარდ წლის ბოლომდე, ასათვისებელ თანხას ბოლომდე აითვისებს. თუ ეს სჯერა ბაზარს, ეს დღესვე მოახდენს უკვე ლარის გაუფასურებას მოლოდინის კომპონენტში,“ - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

როგორც ცნობილია გუშინ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები