26 დეკემბერი 2024,   21:12
ვრცლად
ილია მეორეს პოლიტიკურ გზავნილებთან დაკავშირებით პატრიარქის მოსაყდრე განმარტებას აკეთებს

პატრიარქის პოლიტიკურ გზავნილებთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა დამატებითი განმარტებები გააკეთეს. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ არ დააკონკრეტა, რის გამო გახდა საჭირო ილია მეორეს მიერ ოპოზიციისთვის მოწოდება, რომ ხელისუფლება არ აკრიტიკოს. 

სასულიერო პირები „კურიერთან“ ამბობენ, რომ ილია მეორემ არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც მოუწოდა მშვიდობისა და თანამშრომლობისკენ.

„უწმინდესი თავისი მოღვაწეობით ყოველთვის მოუწოდებს ჩვენს ერს სიყვარულისკენ, მშვიდობისკენ, ერთობისკენ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. უდიდესი მნიშვნელობაა, რომ იყოს ურთიერთპატივისცემით, მშვიდობით წარიმართოს ეს პროცესი. მოუწოდებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ დიალოგი, პროცესი იყოს მშვიდობიანი და მაღალ კულტურაზე დაფუძნებული. ეს იყო როგორც სულიერი მამის პოზიცია,“- განაცხადა მეუფე შიომ.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ამბობს, რომ პატრიარქმა მოუწოდა თანამშრომლობისკენ ხელისუფლებას და ოპოზიციას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები